weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ეს არის ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, რაც დანაშაულია – „მთავარი არხის“ იურისტი

19:02 ხუთშაბათი, 22 ივლისი 2021

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ იურისტის, თამთა მურადაშვილის განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ქმედებით, რადგან ის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. თეა წულუკიანმა რამდენიმე საათის წინ მიკროფონი წაართვა ჟურნალისტ ემა გოგოხიას და ჯერ უკან არ დაუბრუნებია.

„ეს არის ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დანაშაულია. ასევე, მან ჩვენს ჟურნალისტს კუთვნილი მიკროფონი წაართვა, ანუ გაძარცვა პრაქტიკულად ჟურნალისტი, თან არ აბრუნებს და თან აღიარება დადო Facebook-ზე, რაც ნიშნავს, რომ გამომძიებლები უნდა დაინტერესდნენ.

თეა წულუკიანის საქციელი ადასტურებს, რომ ის ძალადობა, რომელიც ხორციელდებოდა ჟურნალისტებზე, არის ამ დიდი სურათის ნაწილი. თეა წულუკიანმა უნდა იცოდეს, რომ ხვალ კიდევ ვიღაც რომ დაშავდეს ან გარდაიცვალოს, ეს შეიძლება იყოს მისი ბრალი“, – განაცხადა თამთა მურადაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.

თეა წულუკიანმა, სენაკის თეატრში, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონულ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა.

„ეს ამხელა ახტაჯანა ქალს წაგართვი მიკროფონი. ხომ დაგსჯიან ამისთვის. ემა, მოდი აბა თქვი, ბიძინას გაუმარ... უკეთესად მოუარე მომავალში საკუთარ ქონებას. წადი, ვსიო! წადი, დაიკარგე აქედან, ბიჭოს!“, – მიმართა მინისტრმა ჟურნალისტს.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ემა გოგოხიამ მინისტრს კითხვა პარლამენტში, 18 ივლისს, „ქართული ოცნების“ წევრის შალვა პაპუაშვილის მიერ, ფიზიკური ძალის გამოყენებით, ტრიბუნიდან ოპოზიციონერი დეპუტატის თინა ბოკუჩავას გაყვანაზე დაუსვა, რამაც წულუკიანი გააღიზიანა და მას მიკროფონი წაართვა. გოგოხია ამბობს, რომ კითხვის დასმა და მიკროფონის დაბრუნება სცადა, თუმცა მინისტრი „ხუმრობაზე“ გადავიდა, რის შემდეგაც გადამღები ჯგუფი მისმა დაცვამ გარეთ გაიყვანა.

ემა გოგოხიასთვის მიკროფონის წართმევის შესახებ Facebook-ზე მინისტრმაც დაწერა. ტეა წულუკიანის თქმით, ჟურნალისტი „განაიარაღა“ და მიკროფონს არ დააბრუნებს.

„ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ“, – წერს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი.

ემა გოგოხიამ მომხდარის გამო პოლიცია გამოიძახა, თუმცა, როგორც ის ამბობს, სამართალდამცავებს რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]